აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ლიბიის მეთაურ მუამედ კადაფის გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
"კადაფიმ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს ქვეყანა", - ასეთია ობამასა და კემერონის პოზიცია, რომელზეც ისინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ და კემერონმა სატელეფონო საუბრისას ლიბიაზე თავისუფალი ფრენის აკრძალვის საკითხიც განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია. ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება მეამობოხეებსა დ არმიას შორის შეტაკებები. მეამბოხეები უარს ამბობენ კადაფის რეჟიმთან დიალოგზე და გაეროს ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. შესაბამის გადაწყვეტილებას სპეციალური რეზოლუცია სჭირდება, რომლის პროექტზეც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მუშაობენ.