თბილისში. რესტორან "თაღლაურასთან", ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი წუხელ მოხდა. რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება თავად რესტორანში, სხვადასხვა მაგიდასთან მსხდომ სტუმრებს შორის დაიწყო, რაც მოგვიანებით გარეთ გაგრძელდა.
დაპირისპირების დროს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრეს თადეოზ ფხაკაზე, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჩხუბში მონაწილე სხვა პირები სამართალდამცველებმა წუხელვე დაკითხეს.