პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საქართველოს შუა საუკუნეების სოფლის მეურნეობის 21-ე საუკუნის სოფლის მეურნეობად გადაქცევა დაავალა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"მსოფლიოს შტორმიდან სამშვიდობოზე შედარებით უვნებლად გაღწევა დამოკიდებულია აგროსამრეწველო კომპლექსის და თვითეული თქვენგანის მუშაობაზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათ მიიღებს. ამ შუასაუკუნეობრივი სოფლი მეურნეობიდან 21 საუკუნის სოფლის მეურნეობაზე უნდა გადავიდეთ და ამას ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ მოდერნიზაციის ფარგლებში 2015 წლამდე, არამედ უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას დავალება მისცა, რომ შეიქმნას მთავრობის გაფართოებული შტაბი, რომლიც მოსახლეობის დასაქმებაზე და აგროკომპლექსების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.
"ყველაზე მეტად მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში უჭირს. ის, რომ ჩვენ 30 ლარიან და 20 ლარიან სურსათის ვაუჩერს ვარიგებთ და არის რაღაც, მითუმეტეს სოფლებში არის ოჯახები, რომლებიც ელექტროენერგიაში 7-8 ლარს ხარჯავენ და ეს მათთვის სამი თვის ფულია. ასევე, პენსია იზრდება 100 ლარამდე, სტაჟის და დამსახურების მიხედვით ის უფრო მეტი იქნება და სოციალურად დაუცველებისთვის კი ამას 30 ლარი და ჯანმრთელობის დაზღვევაც ემატება. ეს ყველაფერი კი რაღაც დონეზე მიიყვანს ჩვენს სოციალურ დაცვას. მაგრამ მთავარი სოციალური დაცვა ეს არის ჩვენი აგრარული მთავრობად ქცეული მთავრობის მუშაობა" - დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა .
მისივე შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა ბევრი პროგრამა უკვე შედეგი გამოიღო, თუმცა არის პროგრამები, რომლის დაწყებაც დაგვიანდა.
"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, რადგან გვიან არასდროს არ არის სანამ მასზე მოთხოვნაა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქცეთ 24-საათიან შტაბად მათ შესასრულებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.