სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის რეგიონებში ლოჯისტიკური ცენტრები უნდა განვითარდეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თქმით, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი ასეთი ლოჯისტიკური ცენტრი ფოთში აშენდეს.
"ფოთში ლოჯისტიკური ცენტრი უნდა გაკეთდეს, რომელსაც პროდუქციას აღმოსავლერთი მიაწვდის. სადაც შემდგომ მისი დამზადება მოხდება და დასავლეთ საქართველოს ლოჯისტიკის ცენტრი მზა პროდუქციას საერთაშორისო გადამზიდვებს" მიაწვდის.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროექტის განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს ადგილობრივი ბაზარი მოამარაგოს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული.
"ჩვენ ვიყავით სეზონური სოფლის მეურნეობა, საკუთარი თავისთვისაც სეზონური და უცხოეთის მიმართაც. ასეთი რამე, როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომხმარებელი მიჩვეული იყო, რომ ზამთარში ჭამას მხოლოდ ამას და ზაფხულში მხოლოდ ამას, ასეთო ბაზრები აღარ არსებობს და იქაც უკვე ისწავლეს ხალხმა კარგი ცხოვრება. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ სხვანაირი მიდგომა გვჭიდება იგივე ბოსტნეულის და სხვა კულტურების მიმართ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.