"ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენს სკოლებში ძველი ბერძნულისა და ლათინური ენების სწავლება_იმ ენებისა, რომლებზეც შექმნილია "ილიადა", "ოდისეა", "ფედონი", "ენეიდა",_აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქართულ ენას, როგორც სახელმწიფოებრიობის, საერთო-ეროვნული თვითშეგნებისა და თვითშემეცნების, ეროვნული თვითარსებობისა და თვითმყოფადობის საფუძველს.
მაღრაძე მიიჩნევს, რომ ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა ის დაუბრუნდეს კლასკური განათლების კონტექტს.
"როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა, ენა ერის სულია. ეს ნიშნავს, რომ ქართველებმა უნდა ავაღორძინოთ კლასიკური გიმნაზიის ის ტიპი, რომელმაც ჩამოაყალიბა და შექმნა ახალ ქართველ ინტელექტუალთა არაერთი თაობა_ნიკოლოზ ბარათაშვილითა და სოლომონ დოდაშვილით დაწყებული, ექვთიმე თაყაიშვილით თუ გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლით გაგრძელებული,"_აღნიშნა დავით მაღრაძემ.
მაღრაძის თქმით, სახელმწიფოს გამახვილებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს ქართული ენის სრულფასოვანი არსებობის, ფუნქციობისა და გავითარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი და კულტურული სივრცის შექმნა.