ტრანსკავკასიური მაგისტრალი - ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ცხინვალის რეგიონს აერთებს ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია. ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის იულია სტარჩენკოს ინფორმაციით, გზა მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაკეტილი იქნება და მის გახსნას ხვალ შუადღის მერე ელოდებიან.
სტარჩენკო ასევე აღნიშნავს, რომ სინოპტიკოსები არაკეთილსაიმედო პროგნოზს აკეთებენ ტრანსკამის მიდამოებში.
"ამ დროისათვის თოვლის საფარის სიმაღლდე ტრასის მიდამოებში 104 სმ-ია. თოვლი კი არ წყდება და კვალვ მოდის. ამიტომაც ზვავის ჩამოწოლის საფრხე ჯერაც მოხსნილი არ არის", _ აცხადებს სტარჩენკო.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკავკასიული მაგისტრალი ორშაბათიდან დაკეტილია.