საქართველოს მოსახლეობისთვის 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგება 10 მარტიდან დაიწყება.
ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპირეკმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"საზოაგდებას მინდა შევახსენო, რომ 20 ლარიანი ელექტრონერეგიის ვაუჩერების დარიგების დასრულების პარალელურად 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩირების დარიგება დაიწყება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ვაუჩერების დარიგება იმ გეგმის ნაწილს შეადგენს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ინფლაციურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ სასურსათო ვაუჩერისთვის ბიუჯეტიდან 31 429 465.0 ლარი გამოიყოფა. მთავრობის დადგენილების მიხედვით , სასურსათო ვაუჩერით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც თავის დროზე ელექტროენერგიის შეღავათის ვაუჩერით ისარგებლეს, მათ შორის დევნილები.
სასურსათო ვაუჩერის განაღდება ერთჯერადად, საბანკო დაწესებულების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.