აშშ-ში ყველა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ლუიზიანაში განლაგებული ბარკსდეილის ავიაბაზის გლობალური დარტყმის ახალი ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში გადავიდა.
"ამჟამად საჰაერო შეიარაღებული ძალების ბირთვული კომპონენტების თავმოყრის პროცესში ვიმყოფებით, რომლებიც ერთ ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იქნეს შენარჩუნებული ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი", _ აცხადებს სარდლობის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრენკ კლოტცი.
"ცივი ომი შესაძლოა დასრულდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩვენმა მთავარსარდალმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა აპრილში პრაღაში გამოსვლისას, მანამ, ვიდრე პლანეტაზე არსებობს ბირთვული იარაღი, ჩვენთვის აუცილებელია იარაღის ქონა არსენალში, რათა არ დავუშვათ აშშ-ზე თავდასხმა და ჩვენი მოკავშირეების დაცვა უზრუნველვყოთ", _ აცხადებს კლოტცი.
თებერვალში სამხედრო ხელმძღვანელობას კიდევ გადაეცემა 500 ბირთვულ დანადგარზე.