კავკასიელ ბოევიკთა ერთ-ერთი ლიდერის, დოკუ უმაროვის მებრძოლებმა მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი მატარებლის "ნევსკი ექსპრესის" აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ბოლო მონაცემებით, "ნევსკი ექსპრესის" აფეთქებამ 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა. უმაროვის მებრძოლები პირობას დებენ, რომ მათ მიერ მოწყობილ ტერაქტებს კიდევ რუსეთის მრავალი მოქალაქე ემსხვეპლება.
"27 ნოემბერს სპეციალური დივერსიული ჯგუფის მიერ აფეთქებული იყო მატარებელი "ნევსკი ექსპრესი", რომლითაც რუსნის ხელმძღვანელი ჩინოვნიკები სარგებლობენ", _ ციტირებს ჩეჩნური სააგენტო რედაქციაში მოსულ წერილს, რომელიც "კავკასიის იმარატის შეირაღებული ძალების შტაბის" სახელით მივიდა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ამ საინფორმაციო სააგენტოს სეპარატისტების სანფორმაციო რესურსად მიიჩნევს.
ჩეჩნური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მატარებლის აფეთქების ბრძანება დოკუ უმაროვმა გასცა.