დაღესტანში უცნობმა პირებმა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციის თავდასხმის შედეგად სამართალდამცავი ორგანოების ოთხი თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა.
"სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ავტომანქანა გააჩერეს და მძღოლს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს. საპასუხოდ ავტომანქანიდან ცეცხლი გაიხსნა. იარაღი გამოიყენეს ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა", - იუწყება რუსული მედია.
ქალაქში ამოქმედებულია გეგმა "ვულკანი-3" და ბოროტმოქმედთა ძებნა მიმდინარეობს.