3 მარტს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში "შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი გაიხსნება. შვეიცარიელი პიანისტი კარლ-ანდრეას კოლი ფ. ლისტის, ა. ფელდერის და ფ. შუბერტის ნაწარმოებებს შეასრულებს.
პროექტი "შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" ემსახურება შვეიცარია-საქართველოს კულტურული (კერძოდ კლასიკური მუსიკის სფეროში) ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავების იდეას. იგი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაცვლითი სისტემების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონცერტები, მასტერკლასები და სამუსაო შეხვედრები საქართველოს რამდენიმე ქალაქში. საგანმანათლებლო მხარეს უხელმძღვანელებენ საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული პროფესორები: კარლ-ანდრეას კოლი, მათიას არტერი და ჯონას კოხერი. აღნიშნული მასტერკლასები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველო მუსიკოსების შემოქმედებითი წინსვლისა და პროფესიული ზრდის პროცესს.