ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ თავის სატელევიზიო გამოსვლაში პეკინში 1989 წელს მომხდარი სტუდენტების გამოსვლის სასტიკი ჩახშობა ახსენა. მაშინ მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის არსებული მსხვერპლის რაოდენობა ათასებს ითვლიდა.
"ტიანმენის მოედანზე გამოსვლის ჩახშობისათვის გამოყენებული იყო ტანკები. ეს ხუმრობა არ არის. ნაციონალური ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ადამიანები, რომლებიც ტანკების წინ იდგნე გასრისეს. ჩინეთის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოედანზე მდგარი ადამიანები", _ განაცხადა კადაფიმ.
მისმა ამ განცხადებამ მთელს მსოფლიოში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
"სი-ენ-ენის" და "ალ-ჯაზირას" ექსპერტებმა კადაფის გამოსვლა დაგმეს. მასზე თავისი აზრი ასევე გამოხატეს ჩინელმა ანალიტიკოსებმა.
პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ მებრძოლი ჩინური ალიანსის წევრი ლიუ ინცუანი მიიჩნევს, რომ კადაფის მიერ ჩინეთში მომხდარი საშინელი მოვლენების მაგალითად მოყვანა აღმაშფოთებელია.
ლიბიის ლიდერი ეძებდა გამართლებას თავისი ხალხის ნების ჩახშობის გამო. ლიუ ინცუანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას, არავითარი საერთო არ ჰქონდა ქვეყნის ერთიანობის საკითხთან.
"ჩინეთი მაინც არ დაიშლებოდა ეს საშინელი ხოცვა რომც არ მომხდარიყო. ჩინეთში მოედანზე მდგარი ადამიანები დემოკრატიასა და კორიფციასთან ბრძოლას მოითხოვდნენ. მაშინ რომმ რეფორმები ჩატარებულიყო ერთიანი ჩინეთი სულ სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. საზოგადოება სამართლიანი იქნებოდა", _ განაცხადა ლიუ ინცუანმა.
აშშ-ში მოღვაწე ჩინელი უფლებების დამცველი ჩჯენ ცუნჩჯუ კი აცხადებს, რომ კადაფის მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. ადამიანების სიცოცხლე მისთვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს და 1989 წელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელმაც ადამიანების მიმართულებით სროლის ბრძანება გასცა ამავე პრინციპებით ხელმძღვანელობდა.