საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აზერბაიჯანული ეპოსის "კეროღლის" ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თარგმანი ქართველ მწერალს ზეზვა მედოლაშვილს ეკუთვნის.
აზერბაიჯანული ეპოსის ქართულ ენაზე თარგმნა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა. პრეზენტაციაზე როგორც აზერბაიჯანის ელჩმა ნამიკ ალიევმა განაცხადა, საელჩო დიდი ხანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობს.
"მოხარული ვარ, რომ "კეროღლის" წაკითხვა ქართულ ენაზეც იქნება შესაძლებელი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ეს უკვე მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა", _ აღნიშნა ალიევმა.
ელჩის თქმით, უახლოეს ხანებში ქართულ ენაზე კიდევ რამდენიმე ნაწარმოები გადაითარგმნება.
აკადემიკოსი მარიკა ლირთქიფანიძე მიესალმა ქართულ ენაზე აზერბაიჯანული ეპოსის თარგმნას.
"ჩვენ ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმებით, და მხარს ვუჭერთ იმას, რომ ქართულ ენაზე გადაითარგმნოს როგორც აზერბაიჯანული ეპოსი, ასევე სხვა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებებიც. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოძმე ერების დაახლოებას", _ განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ.