საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი უნდა მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარი თემაა და ის, რის გამოც აფხაზური მხარე მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში. განცხადება ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტებმა ჟენევაში აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში სეპარატისტებმა რუსლან ქიშმარია ჩართეს, რომელიც ამჟამად აფხაზური ე. წ. პარლამენტის დეპუტატია, მანამდე კი გალის რაიონში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებული იყო.
ჩირიკბა აცხადებს, რომ "აუცილებელია საქართველოს დარწმუნება იმაში, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეს ხელშეკრულება გააფორმოს". მისი თქმით, მხოლოდ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეძლებენ საქართველო და აფხაზეთი სხვა განსახილველ საკითხებზე გადასვლას "კონფლიქტის მოგვარების სიბრტყეში".