პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას აზრით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და მფლობელების უფლებების დასაცავად სოლიდარობის კომიტეტი შეიკრიბება და სამომავლო აქციების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"რაც საზოგადოებას წაართვეს, მათ ყველაფერს დაუბრუნებენ. დღეიდან ეს აქცია მხოლოდ მძღოლების კი არა, სოლიდარობის აქცია გახდება. ამ საკითხში ხალხი ერთიანია. ძალიან კატგად ვხედავთ, რასაც მიაღწია ეგვიპტემ", _ აღნიშნა კუკავამ.
დღესვე "ეროვნული საბჭოს" წევრების ალექსანდრე შალამბერიძისა და ლაშა ჩხარტიშვილის ინიციატივით, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესმენთა ასოციაცია დაფუძნდა.
ასოციაციის მიზანი სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა უფლებების დაცვა იქნება. ასოციაციაში გაწევრიანება ფალიაშვილის # 33-ში მდებარე "თავისუფალი საქართველოს" ოფისში 1-ლი მარტიდან დაიწყება.