ქართველი მეცნიერები ქართული ენის გაფრთხილებაზე საუბრობენ.
როგორც დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე ქართველოლოგმა გუჩა კვარაცხელია აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა, ის ეროვნულობის სიმბოლოა და მას გაფრთხილება სჭირდება.
მეცნიერების შეფასებით, მეცნიერების დარგებს იმდენად მცირე დაფინანსება აქვს, რომ ახალგაზრდების ვერაფრით ვერ აინტერესებენ, რაც მომავალი თაობების მეცნიერებაში წასვლის სურვილს უკლავს.
მათივე თქმით, აუცილებელია მოხდეს სამეცნიერო ხარიხების აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერების ნაცვლად ქვეყანას პროფანები ეყოლება.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერებათა აკადემიაში და სხვადასხვა ინსტიტუტების რეორგანიზაციის საკითხს, სადაც აღნიშნეს, რომ დღეს არავის არ აინტერესებს სამეცნიერო წრეები რას აკეთებს და რამდენად შეიძლება ეს ქვეყანას გამოადგეს.
"ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმის განცდა, რომ შეიძლება ვინმეს სჭირდებოდე აღარ არსებობს", - აცხადებენ მეცნიერთა აკადემიის წევრები.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მეცნიერების თქმით, დღეს მათი ხელფასების რაოდენობა 180 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს და ხელისუფლებამ აღნიშნული ინსტიტუტების რეორგანიზაციაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ მათ დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მინიმალური თანხის გამოყოფაც კი ენანებათ.