საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამომსვლელ ჯგუფში ცვლილებაა. ჯგუფის სოლისტს თაკო ვადაჭკორიას სოფო ტოროშელიძე შეცვლის.
სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიამ „ტიტანი" მიიღო.
სოფო ტოროშელიძე სწავლობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში".
2009 წელს იყო საბავშვო ევროვიზიაზე ჯგუფ „პრინცესების" ვოკალის პედაგოგი.
2010 წელს ნორვეგიაში ევროვიზიის კონკურსზე იყო სოფო ნიჟარაძის ერთ-ერთი ბექ ვოკალი.
სოფო ტოროშელიძემ უკვე დაიწყო ჯგუფთან ერთად იმ სიმღერაზე მუშაობა, რომლითაც ქართული ჯგუფი ევროვიზიაზე წარდგება.