მოსკოვში მოღვაწე 65 წლის გერმანელი ბიზნესმენი 9 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქე, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი დიდი გერმანული კონცერნის დირექტორია სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დააკავეს, და მას ბრალად 9 წლის გოგოს გაუპატიურება წაუყენეს.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვის ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით პარასკევს გერმანიის საკონსულოს თანამშრომლის 9 წლის შვილი მიიყვანეს.
ექიმებმა ბავშვის დათვალიერების შემდეგ დედას და მილიციას შეატყობინეს, რომ ვიღაცას მისი გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა.
დაზარალებულთან სამართალდამცველების გასაუბრების შემდეგ კი მოძალადის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელიც საკუთარ საცხოვრებელში აიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბიზნესმენის კორპუსის შესასვლელში იმყოფებოდა, როდესაც მან სახლში შეპატიჟა და შემდეგ გაუპატიურა. დაზარალებული და მოძალადე მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ.
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.