"საქართველოში ბუნტი და ჯანყი არ მოხდება, ეგვიპტის მოვლენები აქ არ დაიწყება"_აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
მისი თქმით, რამდენჯერმე უფრო მეტი სიმტკიცის გამოვლენა მოუხდა ქართველ ხალხს და მისი თვითშეგნება ეგვიპტელების მსგავსი არ არის, რომ ქუჩებში გამოვარდნენ და არეულობა მოახდინონ.
ექსპერტი თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ -ში სულ ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევასაც არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო განწყობის ინდექსით, საქართველო (73,4 ინდექსი) ეგვიპტის მაჩვენებელს (75,3 ინდექსი) მიუახლოვდა.
"ხშირად ეს გამოკვლევები არასრულია, ქართული ენის არმცოდნე უცხოელი ექსპერტები საქართველოში ჩამოდიან და ერთკვირიანი გამოკვლევებით კმაყოფილებიან. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან არკვევენ საქართველოში შექმნილ სიტუაციას. ამ არასამთავრობოთა ნაწილიდან კი ზოგს პატიმრების ბედი აღელვებთ, ზოგს_დევნილების და ამდენად, რეალური ინფორმაცია ნაკლებია,"_აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, ამერიკაში "გელაპის" მიერ ჩატარებული კვლევები სერიოზულია და რამდენიმე თვე გრძელდება, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება. სხვა გამოკვლევები კი არადამაჯერებელია.