ანაკლიის ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 0,6 მლნ. ლარი გამოიყოფა.
აღნიშნული თანხა ანაკლიის ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორზე სასტუმროების სამშენებლო პროექტების უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით, საპროექტო სამუშაოების დაფინანსებისთვის დაიხარჯება.
იმავდროულად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის 5 მლნ. ლარი გამოიყოფა.
5 მლნ. ლარს, ზუგდიდი მუნიციპალიტეტი, ანაკლიის სანაპირო ზოლზე ბულვარის გაშენების პირველი ეტაპის სამუშაოებისათვის, შპს `ანაკლია-განმუხური რესორტსის~ ფუნქციონირებისათვის და მათთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანაკლია ტურისტულ ზონად გამოაცხადა, სასტუმროების მშენებლობის მსურველი კომპანიების განაცხადის მიღების ვადა 1 აპრილს იწურება.
მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო საზღვაო კლიმატის მქონე სანაპირო ზოლზე, სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის უპრეცედენტო პირობებია. ინვესტორი მიწას, სასტუმროს პროექტებს და ყველა კომუნიკაციას სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებს. იმავდროულად, ინვესტორი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ.