ყაბარდო-ბალყარეთში ელბურსის რაიონის შემდეგ რუსი სამართალდამცავები კონტრტერორისტული ოპერაციას ნალჩიკის, ჩეგემსკის და ჩერეკსკის რაიონებში ატარებენ.
აღნიშნულ რაიონებში კონტრტერორისტული რეჟიმი დღეს დილით გამოცხადდა, კერძოდ კი ოპერატიული შტაბის მიერ მიღებული გადაწვეტილების თანახმად კონტრტერორისტული ოპერაციები ნალჩიკის რამდენიმე ქუჩაზე, ხოლო ჩეგემსკის და ჩერეკსკის რაიონების ცხრა სოფელში ტარდება.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს კონტრტეროტოსტული ოპერაცია ელბურსის რაიონში დაიწყო, სადაც მოგვიანებით ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს რუსულმა ავიაციამ საჰაერო ცეცხლი გაუხსნა. სპეცოპერაციის შედეგად კი ფედერალური ძელების ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა.