საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის კობა დავითაშვილის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილე სამარშრუტო ხაზის მძღოლებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
„#40 სამარშრუტო ხაზის მძღოლები კრიმინალურმა პოლიციამ დაარბია და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. მე-10 ხაზის მძღოლებიდან კი ექვსი კაცია დაკავებული. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის გვარი ბულისკირია,"_ აცხადებს დავითაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ამასთან, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მძღოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ისინი ახლა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ქინძმარაულის ქუჩაზე იმყოფებიან. ამიტომ მათ დაუყოვნებლოვ გათავისუფლებას მოვითხოვ",_ აღნიშნა დავითაშვილმა.