ორდღიანმა ქარმა განსაკუთრებული ზარალი ქუთაისს მიაყენა. სტიქიამ 9 საცხოვრებელი კორპუსი და 7 კერძო სახლი სახურავის გარეშე დატოვა.
ქარმა მოგლიჯა ხეებიც, რაც რამდენიმე მანქანას დაეცა.
ამ დროისთვის ქალაქში ზარალს ითვლიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოდარების შემდეგ დაიწყება.
სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთის მაღალმთიანეთშიც. საჩხერის რაიონში ქარმა და დიდთოვლობამ ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელი დენის გარეშეა დარჩენილი.
სპეციალისტები უამინდობის გამო ელექტროსადენების აღდგენის სამუშაოებს ამ დრომდე ვერ იწყებენ.