სტალინის შვილიშვილი, გადამდგარი პოლკოვნიკი ევგენი ჯუღაშვილი, საავადმყოფოში ინსულტით მოხვდა. ამის შესახებ "ლაიფ ნიუსი" იტყობინება. ამჟამად მას ბოტკინის საავადმყოფოში მკურნალობენ.
23 თებერვალს 75 წლის ევგენი ჯუღაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მეგობრებთან შეხვედრისას სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა.
ევგენი ჯუღაშვილი იაკობ ჯუღაშვილისა და ოლგა გოლიშევას ვაჟია. იგი სამხედრო მეცნიერებათა დოცენტია. უკვე 10-ზე მეტი წელიწადია, მოსკოვისა და მისი ოლქის სხვადასხვა ქარხანაში კოსმოსური ობიექტების მომზადებასა და გაშვებაში მონაწილეობს.
უკანასკნელ წლებში ევგენი ჯუღაშვილს ბაბუის, იოსებ სტალინის პატივისა და ღირსების დასაცავად სასამართლოში არაერთი სარჩელი ჰქონდა შეტანილი.