რეორგანიზაციის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხები გადაეცემა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სატყეო სააგენტოს" და "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს" რეორგანიზაციის შემდეგ კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" შეიქმნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხაჩიძის უწყებისგან მემკვიდრებით მიიღებს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხებისა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფის აღგენა გაუმჯობესების საკითხებიც.
მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო იურიდიულ პირს "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა, ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან (სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა და ფონდიდან ამორიცხვა) დაევალება, ასევე მიწის მიზნობრიობის შეცვლის საკითხები.
ენერგეტიკის სამინისტროს ასევე გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირები "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" და "სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა", ასევე "გარემოს დაცვის ინსპექცია" და "საგამოძიებო დეპარტამენტი".
აღსანიშნავია, რომ კანონის ძალში შესვლიდან 2 თვის განმავლობაში "გარემოს დაცვის ინსპექცია" და "საგამოძიებო დეპარტამენტი" ლიკვიდირებული უნდა იქნეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი "დაცული ტერიტორიების სააგენტო" ერგება.
სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ფუნქციები, რომელიც უკავშირდება გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეული მართვისა და სივრცული ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" გადაეცემა, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად "გარემოს ეროვნული სააგენტო" დარჩენილი ფუნქციებით კვლავ გარემოს დაცვის სამინიტროს შემადგენლობაში რჩება.
საქართველოს მთავრობა ვალდებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემდეგ 2 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.