7 ოქტომბერს რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის სოლომენსკის რაიონში 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის შედეგად რაიონში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
კიევის სოლომენსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის პირველიდან მესამე სართულამდე გავრცელდა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ზედა სართულებიდან 12 ადამიანი გადაარჩინეს.