დღეს, 24 თებერვალს, 16:30 საათზე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვევა. იგი ცენტრის წარმომადგენლებს კალიგრაფიის კონკურსში მონაწილე უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნამუშევრებს გადასცემს.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ აშშ-ში, გერმანიაში, ესტონეთში, საბერძნეთში, ირანში, თურქეთში, უზბეკეთსა და რუსეთში მცხოვრები ქართველები.
კალიგრაფიის კონკურსი მეორე წელია ტარდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "წამის" ორგანიზებით. პროექტში აქტიურად არის ჩართული დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
კონკურსი ტარდება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პროექტის მიზანია ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.