ჩრდილო კავკასიაში განვითარებული კონფლიქტები საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მატარებელია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ჩრდილო კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
"ჩვენს მეზობლად ასეთი დაძაბული, კონფლიქტური ვითარება, არსებითად სამოქალაქო ომის მდგომარეობა, ჩვენთვის რისკის შემცვლია, მით უმეტეს, როდესაც მეზობელი ქვეყნა მტრულადაა განწყობილი და შესაბამისად პროვოკაციების მოწყობას შეეცდება. მოსკოვი ცდილობს საქართველო ახალ-ახალ კონფლიქტში გახვიოს და თავისი პრობლემები სამხრეთით გადმოიტანოს", - აღნიშნა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ქართული მხარე ფრთხილად უნდა იყოს.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ქართული მხარეც ჩრდილოკავკასიელების ინტერესების ხმამაღლა დაიცავს და მათ პრობლემებზე ღიად საუბარს არ მოერიდება.
დარჩიაშვილის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს თავისი პოლიტიკა საერთაშორისო სამართალზე აქვს აგებული და მის დაცვას რუსეთის მხრიდანაც მოითხოვს.