აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
ამერიკელი ხალხის სახელით, გილოცავთ თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს. 24 აგვისტო არის დღე, როდესაც აღვნიშნავთ ჩვენს მტკიცე მეგობრობას, რომელიც 35 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზეა აგებული, კავშირს, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მამაცი, გაბედული და ნიჭიერი ხალხით თქვენ ააშენეთ დიდებული ქვეყანა. როდესაც ამ მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავთ, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია თქვენი მტკიცე სულით, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და კვლავ დარწმუნებულია სუვერენული, აყვავებული ერის მომავალში.
მოდით, ეს მომენტი კონფლიქტის დასასრულებლად გამოვიყენოთ და შევქმნათ მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც უკრაინის უზარმაზარ პოტენციალს მომავალი თაობებისთვის გზას გაუხსნის.
დონალდ ტრამპის მილოცვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.