უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი ვიზიტით სერბეთში ჩავიდა
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სერბეთში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
„სერბეთში ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი. დღეს და ხვალ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია დაგეგმილი - პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა და პრემიერ-მინისტრ ჯურო მაცუტითან.
ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე. უკრაინა ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული, ორმხრივად მომგებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის,“ - დაწერა ზელენსკიმ.