ვერც რუსები, ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
"7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო. გვქონდა მსხვერპლი. ვერც რუსები, ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ. ვერ გადაწერენ გმირობის ისტორიას, ვერ დაგვავიწყებენ ქართველ სამხედროებს, ვერ დააკნინებენ ანწუხელიძეს. ვერც იმას ვერ გადაწერენ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. მთავრობა არსად გაქცეულა, ბოლომდე იდგა, ქვეყანა არ ჩამოშლილა და საქართველო არ გაუქმებულა.
ვერც საქართველოს ოკუპაციის ისტორიას გადაწერენ, სადაც თავად ქართული ოცნება რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს.
რუსეთი ოკუპანტია, ქოცი რუსია.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - წერს ელენე ხოშტარია.