თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II ადმინისტრაციულ კორპუსში იხსნება კინოკლუბი, სადაც 2010-2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებისთანავე სტუდენტების სურვილითა და მოთხოვნით იწყება ფილმების ჩვენება.
ჩვენებები დაეთმობა მსოფლიო და ქართულ კინო ხელოვნების ნიმუშებს. კინოკლუბის ბაზაზე აკადემიურ პერსონალთან შეთანხმებით, იგეგმება სტუმრების მოწვევა და ღია დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და განავითარებს სტუდენტების მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ კინოკლუბი ფუნქციონირებას აწარმოებს არა მხოლოდ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთათვის და კინომოყვარულთათვის, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში ურთიერთობების დამყარებას.
ამა წლის 17-21 მაისს კინოკლუბი თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ამირანის" ძირითადი სივრცე იქნება, სადაც კინოჩვენებები და მასტრკლასები გაიმართება.