„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ 5 აგვისტოს დაგეგმილი პარტიული ყრილობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ხოლო ახლა აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია, ეს არის ის დაჯგუფება, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და მათ ყველას დაანახეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი, ოპოზიციაში ყველას აჩვენებენ იმის მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფება. დღეს აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ და კიდევ გავიმეორებ - თავიანთი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, რაც იკადრეს და გააკეთეს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედება“, - განაცხადა კახა კალაძემ.