უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მშვიდობისკენ იძულების მიზნით სპეციალური ღონისძიებები გრძელდება.
„რუსეთის მშვიდობისკენ იძულების მიზნით სპეციალური ღონისძიებები გრძელდება. მათთვის ეს ომი, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. მიმდინარეობს გარკვეული საბრძოლო მოქმედებები - ხან წინსვლა აქვთ, ხან არა; ხან ჩვენ მივიწევთ წინ, ხან ისინი... თუმცა სტრატეგიულად ეს ომი უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსეთის მშვიდობისკენ იძულების მიზნით მიმდინარე სპეციალური ღონისძიებები „კონკრეტული ვადების გარეშე“ გაგრძელდება.
„გავაგრძელებთ. ნუ მიეჯაჭვებით ყველა ამ არგუმენტს - 40 დღე, 100 დღე, 15 დღე. მთავარი შედეგია. არც ისე მნიშვნელოვანია, როგორ შევალთ ამ პროცესში. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას მივიღებთ მისგან გამოსვლისას“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მან აღნიშნა, რომ კრემლს დღემდე მცდარად მიაჩნია, თითქოს საკუთარი მიზნების მიღწევას სამხედრო გზით შეძლებს.