თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა განახლდა.
თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზაში შეფერხება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო იყო. თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დილის დაახლოებით 08:00 საათისთვის გაითიშა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ავარიიდან მოკლე დროში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. მათივე განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.