აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა, განაცხადა, რომ უკრაინულმა F-16-მა პირველად ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი.
ამის შესახებ კეინმა აშშ-ის სენატის გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მოსმენების დროს ამერიკელმა სენატორმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა რიჩარდ დურბინმა იკითხა, რა გავლენას მოახდენს უკრაინაზე საჰაერო თავდაცვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტა სამი წლის განმავლობაში.
პასუხად კეინმა ისაუბრა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე.
„ბატონო სენატორო, მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მიერ შესრულებული წარმოუდგენელი სამუშაო მდგომარეობს საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებაში. ეს მოიცავს როგორც სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, ასევე საჰაერო ბრძოლისთვის განკუთვნილ შესაძლებლობებს,“ - აღნიშნა კეინმა.
კეინმა ისაუბრა ბოლო საჰაერო ბრძოლაზე, რომლის დროსაც უკრაინულმა F-16-მა რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხდით პირველი საჰაერო ბრძოლის მოწმენი, რომელშიც უკრაინულმა F-16-მა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალი პარტნიორის მხარდაჭერის წყალობით, უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ეშელონირებული თავდაცვის სისტემა,“ - განაცხადა გენერალმა.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის შესაძლებლობა, გააფართოოს მრავალშრიანი თავდაცვა, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი შესაძლებლობა, გააფართოონ მრავალშრიანი თავდაცვა,მრავალი პარტნიორის დახმარების წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა კეინმა.