ჩვენ სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთის მიერ ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ იერიშს. ეს ომი უნდა დასრულდეს, და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთადერთ მიზეზზე , რომელმაც ეს ომი დაიწყო - რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
"მოსკოვის ოლქში ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ შედეგი გამოიღო - დაზიანებულია ლოგისტიკური ობიექტები და ნავთობბაზა. მადლობა უპილოტო სისტემების ძალების, დაზვერვის სამსახურების, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებს. სამიზნეები ჩვენი საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობდა.
შავ ზღვაში კი დარტყმა მიადგა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ ტანკერსა და ოთხ სატვირთო გემს.
ჩვენ სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთის მიერ ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ იერიშს. ეს ომი უნდა დასრულდეს, და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთადერთ მიზეზზე, რომელმაც ეს ომი დაიწყო - რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებით.", - წერს ზელენსკი.