აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო. იუწყება CNN
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, მაგრამ იცით, ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები... იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა აშშ-ის სამხედრო ძალების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ირანი ძალიან, ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა. მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რამ დარჩათ“,- განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ აშშ-მა „ამაღამაც ძალიან ძლიერად დაარტყა მათ“.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, შაბათს ჩრდილოეთ ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო, პარასკევს კი იორდანიაზე განხორციელებული თავდასხმების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.