Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარ ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებენ.
„ანგარიში დროებით მიუწვდომელია. საიტთან დაკავშირებული პრობლემის გამო თქვენი ანგარიში ამჟამად მიუწვდომელია. ველით, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება. გთხოვთ, რამდენიმე წუთში თავიდან სცადოთ“, - წერს ვებგვერდი სოციალურ ქსელში შესვლისას.
შეფერხების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.