აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„დარტყმების მიზანია, კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ საზღვაო გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში და სწრაფად დასაჯოს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალები, რომლებმაც გასულ ღამეს იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა განახორციელეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 ივლისის საბრძოლო მოქმედებების დროს, იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.