18 ივლისს, დღისით, რუსებმა ოდესის ოლქის საცხოვრებელ სექტორსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, გასართობ პარკში დაზიანდა მეთევზეების სახლები, ასევე 6 მსუბუქი ავტომობილი.
„წინასწარი ინფორმაციით, სამწუხაროდ, დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კვლავ იყვნენ ადამიანები. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია“, - განაცხადა ოლეჰ კიპერმა.
მან აღნიშნა, რომ სხვა დასახლებულ პუნქტში დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ორი მსუბუქი ავტომობილი. დაშავდა ერთი ადამიანი.
„შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ ყველა შესაბამისი სამსახური. შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დასძინა კიპერმა.