ირანმა ერთი თვის წინ აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუხაროდ, სინამდვილეში, სწორედ ამერიკელებმა განახორციელეს ეს აგრესიული ქმედებები, საკუთარი ვალდებულებების დარღვევით. შედეგად, შევაჩერეთ ყველა ჩვენი ვალდებულება და ფაქტობრივად, აღარ ვასრულებთ მათ“, - განაცხადა ღარიბაბადიმ.
მისი თქმით, ამერიკელებს აგრესიული ქმედებები ვერაფერს მოუტანს
„ახლა ჩვენი წინაშე დგას ქვეყნის დაცვის აუცილებლობა. ამას მტკიცედ და გადამწყვეტად გავაკეთებთ და ვფიქრობ, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ მიიღეს პასუხი - აგრესიული ქმედებები მათ ვერაფერს მოუტანს“, - განაცხადა ღარიბაბადიმ.