დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ინფორმაციას Guardian ავრცელებს.
ყოფილმა მერმა პარლამენტის წევრების, პროფკავშირებისა და პარტიული ფილიალების უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვა, რის გამოც ის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ერთადერთ შემცვლელ კანდიდატად იქცა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კირ სტარმერი ორშაბათს, სავარაუდოდ, ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზთან შესახვედრად და იმავე დღეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას ბერნემს გადააბარებს.
ამის შემდეგ ბერნემი დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოვა, ნაშუადღევს კი მინისტრთა კაბინეტს დანიშნავს.