მარნეულში შვილმა მამა მოკლა - ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.
მედიის ცნობით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.
30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ამ ეტაპზე მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.