აშშ-ის ბოლო საჰაერო იერიშების შედეგად ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში, რამდენიმე ხიდი დაზიანდა. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმის სამიზნეები მდებარეობდა ქალაქ ბენდერ-აბასის დამაკაშირებელ გზაზე, სადაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ბაზაა განთავსებული.
მანამდე ირანული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბენდერ-აბასში სარკინიგზო კვანძიც დაზიანდა. ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბენდერ-აბასსა და მის მიმდებარე სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
მედიის ცნობით, იერიშებს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9 დაშავდა.