უკრაინულკი მედიის ცნობით, რუსეთის მიერ 16 ივლისის საღამოს ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკის განცხადებით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა დილით განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მისი თქმით, დაღუპულებს შორის არის ქალი, რომელიც ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობდა.
ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, რელიგიური და სკოლამდელი დაწესებულებები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.