აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ირანს მძიმე მარცხს აყენებს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა“ ჰყავს. მისი თქმით, ეს სამხედრო პოტენციალი მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში შეიქმნა და ახლა ვაშინგტონი „იძულებულია, გამოიყენოს იგი“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ „ირანში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს“ და ამერიკელი ხალხი ამ ძალისხმევის შედეგებს მალე იხილავს.
„ჩვენ ირანს მძიმე მარცხს ვაყენებთ. ამის შედეგებს ძალიან მალე ნახავთ,“ - თქვა ტრამპმა.