კიევში, პრეზიდენტის ოფისთან, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაილო ფედოროვის მხარდასაჭერი აქციები იმართება. იუწყება უკრაინული მედია.
დემონსტრანტები მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას ითხოვენ.
აქციის ყველა მონაწილეს გამოტანილი აქვს პლაკატები წარწერებით: „ფედოროვი - თავდაცვის მინისტრია“; „რისთვის?“ „ნუ შეეხებით იმას, რაც მუშაობს“; „ხელები შორს ფედოროვისგან“; „დააბრუნეთ ფედოროვი“; „ძალაუფლება კვლავ ხალხს ეკუთვნის“.
როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების გამო უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, პაველ ელიზაროვი გადადგა.
ცნობისთვის, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოსა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.
მიხაილო ფედოროვმა ოთხშაბათს გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა და მისი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, გააგრძელებს თავის მისიას, რათა „მტერი ასიმეტრიის, ინოვაციებისა და ორგანიზაციული სიძლიერის მეშვეობით დაამარცხოს“.