რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგადაც ქალაქებში აფეთქებები მოხდა.
Astra-სა და სხვა Telegram-არხების ინფორმაციით, დრონებმა დარტყმები მიაყენეს სამხედრო აეროდრომს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარატოვისა და ენგელსის მცხოვრებლები აცხადებდნენ დრონების დიდი რაოდენობისა და აფეთქებების შესახებ.