უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი მიზანია ქვეყანა იყოს რუსეთის გარეშე, ომის გარეშე და ევროკავშირთან ერთად.
ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“.
„ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რუსეთი ბენზინის გარეშე. ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინა - რუსეთის გარეშე. უკრაინა, ომის გარეშე. უკრაინა ევროპასთან ერთად. და უკრაინა და ევროპა მოსკოვის საფრთხის გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა „თითოეულ ლიდერს, რომელიც ყველაფერს აკეთებს საერთო უსაფრთხოებისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად“.